გაკვეთილის გეგმის ნიმუში



გაკვეთილის გეგმის ნიმუში  (III-IV)                    
                                                               



გაკვეთილის თემა
პროფესიები და მათი აღწერა
მოსწავლეთა დონე
დონე 3  
English World (Mary Bowen and Liz Hocking)
კლასი
3-4
მოსწავლეთა რაოდენობა
3
მოსწავლეთა პროფილი
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.

მისაღწევი შედგები

მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის პროფესიების დასახელება/აღწერა, მარტივ ინტერაქციაში შესვლა, წინადადებების აგება აწმყო მარტივი დროის გამოყენებით.    
 მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს საუბრის, მოსმენისა და მართლწერის უნარ-ჩვევები მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით.  



გაკვეთილის მიზნები

საუბრის უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შეეძლებათ მარტივი წინადადებების შედგენა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით (პროფესიების). 
მოსმენის უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შეეძლებათ გაიგონ მოკლე ილუსტრირებული ტექსტი.
მართლწერის უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შეეძლებათ პროფესიების დასახალებების სწორად წერა.


შეფასება
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ შეფასებას და უკუკავშირს. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ყველა სტუდენტს უკეთებს კომენტარს და წახალისების მიზნით გამორჩეულებს აჯილდოებს მისაწებებელი სურათებით. 


შესაძლო პრობლემები
მოსწავლეებს მოსმენის აქტივობისას შესაძლოა წარმოექმნათ გაგების პრობლემა, ამიტომ მასწავლებელი დროდადრო აპაუზებს ვიდეოს, უხსნის და კითხვას უსვამს თუ როგორ გაიგეს მოწოდებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში უთარგმნის სიტყვებს. 

რესურსები
მოსწავლის წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ვიდეო მასალა, დაფა, ცარცი, თვალსაჩინოება.



წინარე ცოდნა
მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული წინარე ცოდნა არსებულ თემატიკაზე, აგრეთვე ნასწავლი აქვთ მარტივი გრამატიკული კონსტრუქციები(აწმყო მარტივი). ასე რომ მათ შეუძლიათ მარტივი წინადადებების სწორად შედგენა, სიტყვების დაკავშირება მათ განმარტებებთან.












აქტივობები
1 - გამოწვევის ფაზა
(7 წუთი)
·        ორგანიზაციული ფაზა (საკლასო მენჯმენტი)
·        გონებრივი იერიში (მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს რამდენიმე მარტივ კითხვას არსებულ თემასთან დაკავშირებით, ცდილობს მათ დაინეტერსებას და საშუალებას აძლევს შეძლონ პერსონალური გამოცდილების გაზიარება).

2 – ცოდნის კონსტრუირების ფაზა

აქტივობა 1 (10 წუთი):
·        მოკლე დისკუსია (მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს მოკლე დისკუსიის გამართვაში კითხვების საშუალებით)  
 (რა პროფესიები იცით? სად მუშაობენ ისინი? რას აკეთებენ? ატარებენ თუ არა ისინი უნიფორმას? რა გინდათ რომ გამოხვიდეთ?)

აქტივობა 2(10 წუთი)
·        ვიდეოს ჩვენება და მასზე დაყრდნობით აქტივობის განხორციელება-პროფესიის შეერთება თავის განმარტებასთან; შემოწმება.

აქტივობა 3 (8 წუთი)
·        აწმყო მარტივისა და აწმყო განგრძობითი დროების შედარება. გრამატიკული სავარჯიშოები.

აქტივობა 4(5 წუთი)
·        სასწავლო თამაში „გამოიცანი რომელი პროფესიაა“


3რეფლექსიის ფაზა
5წუთი
მასწავლებელი სვამს გაკვეთილის შემაჯამებელ კითხვებს:
ü  მოგეწონათ განხორციელებული აქტივობები?
ü  ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ü  რა იყო გასაგები და გაუგებარი?

 მოკლე დისკუსიის შემდეგ მასწავლებელი აკეთებს კომენტარს და მოსწავლეებს გადასცემს „სტიკერებს“ წახალისების მიზნით.


       თვითშეფასება

Комментариев нет:

Отправить комментарий